მსახიობი და მოდელი, გალ გადოტი, დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა ჰონორალის მომატებისთვის, ფილმისთვის ქალი საოცრება 2 და მიაღწია კიდეც შედეგს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მსახიობი, პროექტში მონაწილეობაზე, უარს აცხადებს. მიზეზი, ჰოლივიდში, სექსუალური ძლადობის მსხვერპლის შესახებ, გავრცელებული სკანდალიებია. ბოლო დროს, აშშ-ში , ჰარვი ვაინშტეინის, კევინ სპეისის და ლუი სი კეის გავრცელებული სკანდალის გარდა, ბრეტ რეტნერის - ქალი საოცრებას 1-ის პროდიუსერის მიერ, სექსუალური ძალადობის ფაქტები გავრცელდა.
ფილმი,ს ქალი საოცრებას მთავარი როლის შემსრულებელმა, გალ გადოტმა, Warner Bros-ის კომპანიას, კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, ულტიმატუმი წაუყენა: მხოლოდ იმ პირობით მიიღებდა პროექტში მონაწილეობას, თუ ფილმის პროდიუსერი, ბრეტ რეტნერი და მისი გადამღები ჯგუფი, მისგან შორს დაიჭერდა თავს.
ბრეტ რეტნერი- წარმატებული პროდიუსერი და რეჟისორია. მისი ფილმებიდან ცნობილია, პიკის საათი და იქს ადამიანები(X-Men).
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბრეტის წინააღმდეგ, უამრავი ქალბატონი აღმოჩნდა. ისინი, პროდიუსერს, სექუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბრეტი და მისი იურისტები, ამ განცხადებებს უარყოფენ და სასამართლოში, მათ წინააღმდეგ, სარჩელის შეტანას გეგმავენ.
ფაქტია, რომ ბრეტ რეტნერის კარიერაც, უკვე, დასასრულს უახლოვდება.