მსახიობი გივი სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ პარტია შექმნას. ამის შესახებ მსახიობმა ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემა "ფაბრიკაში" განაცხადა.
სიხარულიძის თქმით, მის პარტიაში მხოლოდ უბრალო ადამიანები იქნებიან და იქ ინტელიგენციის წარმომადგენლების ადგილი არ იქნება.
"ინტელიგენცია არის ხან იქით, ხან აქეთ, საითაც ქარი, კარგი ნიავი დაუბერავს, იქით მიქრიან. თუ პარტიას შევქმნი, ჩემთან მხოლოდ უბრალო ხალხი იქნება", - განაცხადა მსახიობმა.