ალექსანდრე ჯეჯელავა სწავლის გაგრძლებას აპირებს

11:29 11-14-2017
135

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

”რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. შესაბამისად ამის გაგრძელებას ვაპირებ და გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

​ჯეჯელავას თქმით, მისი ჩანაცვლება ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. 
ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის.