მთავარი რჩევა იქნება მაქსიმალური კონცენტრაცია გრძელვადიან შედეგზე მოახდინოს, - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ახალ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩემი მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით ყოველდღიურ რუტინაში თუ არ ჩავეფლობით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, 2020-ში, 2021-ში, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.