„სტალინი გამორჩეული ადამიანი იყო“ - ბურჯანაძე

12:48 11-14-2017
310

„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველი არხზე ვლადიმერ პოზნერის საავტორო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. წამყვანის კითხვაზე, როგორია პერსონალურად თქვენი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, ბურჯანაძემ უპასუხა რომ ის „გამორჩეული ადამიანი იყო“ და რევოლუციონერებს შორის არც ყველაზე სისხლისმსმელი . 
- საქართველოში სტალინის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. არიან ადამიანები, რომლებიც მას დიდ პატივს სცემენ და ამაყობენ კიდეც მისი ქართული წარმომავლობის გამო. თუმცა, საკამათოა, რამდენად იყო მასში მხოლოდ ქართული ხასიათი - რევოლუცია მაინც გლობალიზაციის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც მას ძალიან აკრიტიკებენ. ვფიქრობ, ის გამორჩეული ადამიანი იყო, არაორდინალური ადამიანი იყო, ის პიროვნება იყო და ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ის მსოფლიო ისტორიის ლიდერებს შორის არ იყო ყველაზე სისხლისმსმელი, ისევე როგორც ბოლშევიკებს შორის. თუმცა, იმ დროს საშინელი დანაშაულებები ხდებოდა. მაგრამ საკითხავია, ჰქონდა კი მას სხვა არჩევანი? ის საინტერესო პიროვნებაა, თუმცა, როცა დიდ ადამიანზე ვსაუბრობთ, მაინც ვისურვებდი, რომ მათ ბოროტება არ ჩაედინათ“ - განმარტა ნინო ბურჯანაძემ.