ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ორი ახალი - ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებიან.
მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მათ პრემიერმა მთავრობის სხდომის დასაწყისში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
რაც შეეხება გაუქმებულ - ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტის და ახალაგზრდობის, ევროინტეგრაციის სამინისტროების უკვე ყოფილი ხელმძღვანელები სხდომაზე იმყოფებიან.