ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი - გიორგაძე სამინისტროების შერწყმაზე

12:35 11-15-2017
93

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამინისტროების შერწყმის შედეგად, ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს, რომელიც მისი თქმით, არა მხოლოდ სპორტის, არამედ კულტურის სამინისტროსაც შეეხება. 

ამის შესახებ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ბუნებრივია ადმინისტრაციულ ნაწილში ოპტიმიზაცია გარდაუვალია. მე სულაც არ ვგულისხმობ შტატის შემცირებაში მხოლოდ სპორტის სამინისტროს, ჩვენ თუ ერთიანი უწყების ლოგიკაში განვიხილავთ ამას, ორივე საშტატო განრიგი თავიდან იქნება გადახედილი.140 თანამშრომელი გვყავს ჩვენ და 106, ან 116-სპორტის სამინისტროს“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე