ბლოგერი და ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში გუშინ, ლოტკინზე მომხდარი ინცინდენტის დეტალებზე წერს. როგორც ჭელიძე აღნიშნავს, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობის მიზნით ბენზინი გადაისხა, მანამდე ცოლთან შერიგებას ცდილობდა.
"24 წლის ბიჭს გაშორდა ცოლი, სთხოვდა შერიგებას, ეუბნებოდა ჩემი ცოლი ხარ და შვილი მინდაო. ბიჭი ხშირად სვავდა. გუშინ მიაკითხა ყოფილ ცოლს, რომელიც ნათესავებთან იყო ჩემ უბანში. ჩემ სახლთან გადაისხა ბენზინი, წაიკიდა ცეცხლი და დაეშვა გოგოს სახლისკენ. მეზობლები გამოვარდნენ და დახმარება სცადეს. დროულად მოვიდა სახანძრო და პოლიცია. სასწრაფომ მოსვლა დააგვიანა. დღეს ვიყავი დაკითხვაზე. ჩემი ინფო ეყრდნობა უბანში მონათხრობს. პოლიციაში შევიტყვე რომ ბიჭს ქვია მიხეილი და არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში", - წერს ჭელიძე.
"პრაიმტაიმი" გუშინ საღამოს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთეირთობის სამსახურში გვითხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს და ის მძიმე მდგომარეობაშია.