ბრაზილიაში ცხენი დააპატიმრეს

10:13 11-16-2017
144
თეგები: ბრაზილია

ბრაზილიაში ცხენი მანქანის დაზიანების ბრალდებით დააპატიმრეს. ინფორმაციას პორტალი Globo ავრცელებს.

როგორც ცხენის მეპატრონე უილიამს სანტუში ამბობს, ის ცხოველს ასეირნებდა, რა დროსაც მასთან უცნობები მივიდნენ და ცხენზე შეჯდომა სთხოვეს. სანტუშის თქმით, მოულოდნელად ცხენი დაფრთხა და გაიქცა, რა დროსაც გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ადგილზე პოლიციელები მივიდნენ და ცხენი განყოფილებაში წაიყვანეს.

ცხენი მეორე დღეს გაათავისუფლეს. ცხოველის მეპატრონემ ზარალის ანაზღაურების პირობა დადო.

ავტორი: ლილუ მიროტაძე