ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 18 ნოემბრის შემდეგ დედამიწა პოზიტიურ გეომანტიაში გადავა და მოიმატებს დადებითი ენერგია, ადამიანები ფიზიკურად უკეთ იგრძნობენ თავს და წარმატების მოპოვების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.
ამის შესახებ ცაგარელმა "პრაიმტაიმის" LIVE ინტერვიუში ისაუბრა.
"18-ში არის ახალი მთვარე და პოზიტიური პერიოდი დაიწყება. ძალიან არ აქცევენ ყურადღებას დედამიწის გეომანტიურ მდგომარეობას. გეომანტია არის პერიოდი, როდესაც დედამიწა შედის უარყოფით ველში და გეომანტია იძაბება. ეს ზაბავს საერთო ენერგეტიკას, ადამიანიც იძაბება და შეცდომებს უშვებს. ზუსტად 18-ის მერე გადავდივართ პოზიტიურ გეომანტიაში წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შედარებით დავმშვიდდებით, დავწყნარდებით, ფიზიკურად უკეთ ვიგრძნობთ თავს და ეს გვაძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას წლის ბოლომდე. ამიტომ წლის ბოლომდე პერიოდს ნუ დავკარგავთ, თუ გვაქვს დაგეგმილი იდეები, პროექტები, რეალიზაცია მოახდინეთ, შესაძლებლობა იქნება, საკმაოდ კარგი.