"შეგნებულად იყო დაჭრილი ისე, რომ მხოლოდ გინებები ყოფილიყო..."- "ქართული მარში" იშლება

13:49 11-16-2017
562

ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ადასტურებს, რომ მოძრაობის დაშლაზე საუბარი მიდის. ამის შესახებ სადღობელაშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა და აღნიშნა, რომ აზრი არ აქვს იმ სახალხო მოძრაობის არსებობას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

ჩვენ არ ვართ არც პარტია და არც არასამათავრობოები, სახალხო მოძრაობა ხალხის გარეშე კარგავს თავის ფუნქციებს, მიზნებს. სანდრომ განაცხადა მე გავალო, სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხისგან მხარდაჭერა არ ვიგრძენით, რა აზრი აქვს ჩვენს არსებობასო. არ არის გადაწყვეტილი მარშის დაშლა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ვაპირებთ, - განაცხადა სადღობელაშვილმა. 

როგორც მარშის ორგანიზატორი ამბობს, ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლება მოახდინა მედიასაშუალებების მიერ იმ ვიდეოს გამოქვეყნებამ, რომელიც ფეისბუქის მისი პირადი გვერდიდან აიღეს.

ჯერ ჭორი გაგვივრცელეს ნანუკა ჟორჟოლიანთან, თათია დოლიძესთან დაკაშირებით მამათმავლების პროპაგანდისტებმა, ჟურნალსიტებმა სოროსის ნაშიერმა ლეკვებმა. ჯერ რა იყო ვოლზე შემოსვლა და ქეიფის ვიდეოების გამოქვეყნება, შეგნებულად იყო დაჭრილი ისე, რომ მხოლოდ გინებები ყოფილიყო, - აცხადებს სადღობელაშვილი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე