"ბედნიერებას სიჩუმე უყვარს" - სელენა გომესის და მისი ექს-ბოიფრენდის ჯასტინ ბიბერის განახლებული სასიყვარულო რომანი

14:38 11-16-2017
410

კანადელმა მუსიკოსმა, ჯასტინ ბიბერმა და ამიკელმა მომღერალმა, სელენა გომესმა,  გადაწყვიტეს, ძველი მეგობრობის აღდგენა და მათ ურთიერთობას, კიდევ ერთი შანსი მისცეს.

ჟურნალ elle-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული წყვილი, დიდ დროს, ერთად ატარებს,  თვლის, რომ ბედნიერებას, სიჩუმე უყვარს და ამის გამო მალავენ, განახლებულ სასიყვარულო რომანს. წყვილის ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ მათ, არ სურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.  

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სელენა და ჯასტინი, იმის შემდეგ, რაც ერთმანეთს ხვდებიან, სოციალურ ქსელშიც არ ავრცელებენ საკუთარ ფოტოებს. ველოსიპედით სეირნობის დროს გადაღებული ფოტოები,  რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ქუჩის ფოტოგრაფების მიერ არის  გადაღებული.

ინსაიდერების ინფორმაციით, სელენას, მისი ყოფილი ბოიფრენდი, აბელი (The Weeknd), თავის ინიციატივით დაშორდა. ამბობენ, რომ მუსიკოსი, სანამ ოფიციალურად აღიარებდა მომღერალთან სასიყვარულო რომანს, სხვა გოგოსთან შენიშნეს, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული, ბელა ჰადიდი აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ, სელენა, მომღერლის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, „რომანტიკული შეხვედრის“ დროს,  „Lake Balboa Park“-ში, ტბის სანპიროზე სეირნობის დროს, დააფიქსირა.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ამ ადგილმა, წყვილის ურთიერთობაში, დიდ სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ეს სწორედ ის ადგილია, როცა შეყვარებული წყვილი, რამდენიმე წლის წინ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

იხ. ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე