ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თბილისის ახლადარჩეულ მერს, 2018 წელს კახა კალაძეს წარმატებულ წელს უწინასწარმეტყველებს. როგორც ცაგარელმა "პრაიმტაიმის" LIVE ინტერვიუსას განაცხადა, ძაღლის წელი კალაძეს ქალაქისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება.
"კალაძე თევზების ზოდიაქოა, რომლისთვისაც საუკეთესო წელიწადია 2018. ძალიან კარგად იგრძნობს თავს ახალ ამპლუაში. არა მარტო ის, არამედ მისი წინამორბედიც ძალიან წარმატებული იყო. ჯერ ერთი კალაძის ნიშნისთვისაც კარგი წელიწადია, ამას ემატება ის, რომ კოსმოსი გვაძლევს უფრო პრაგმატული და აზრიანი მოქმედებების უნარს, ამიტომ მისი ქმედებები თბილისში იქნება უკეთესი, ვიდრე მისი წინამორბედის", - განაცხადა ცაგარელმა.