ვიქტორია ბექჰემი „Spice Girls“-ის 20 წლისთაზე იმღერებს? - "დიზაინერი სიყვარულით იხსენებს ჯგუფთან ერთად გატარებულ დროს"

16:12 11-16-2017
261

რამდენიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მუსიკალური ჯგუფი „Spice Girls“-ი, მომავალ 2018 წელს, დაარსების, 20 წლისთავს აღნიშნავს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ბრიტანელი მომღერალი და ამჟამად დიზაინერი, ვიქტორია ბექჰემი, თუ აქამდე ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, ეხლა, მან ეს ფაქტი, დაადასტურა.

„ჯერ კიდევ ზაფხულში, გოგონები, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და რამდენიმე დეტალზეც შეთანხმდნენ. მუსიკალური ჯგუფი, 2018 წელს დაბრუნდება. ისინი,  პროექტების ახალ სერიებზე იმუშავებენ, სადაც ტელეშოუს ჩერთვებიც დაემატება. ვიქტორიას დათანხმება ამ პროექტში მონაწილეობაზე, არც ისე იოლი იყო - ამ საქმეში, ყველანი ჩერთულები ვიყავით“- აცხადებს სანდო წყარო.

 

Daily Mail“-ის წყაროს ცნობით, დიზაინერის წარმომადგელის ინფორმაციით, ვიქტორია, პროექტში მონაწილეობაზე, უარს აცხადებს.  

„ვიქტორია სიყვარულით იხსენებს, ჯგუფთან გატარებულ წარსულ დროს, მაგრამ, ამ ეტაპზე, მას არ რჩება ამის დრო, რადგან მთელი მისი დრო და ყურადღება, ოჯახისკენ და მისი ბრენდისკენ არის მიმართული. ინფორმაცია, ვიქტორიას დაბრუნების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება - ეს მხოლოდ პრესის ოცნებაა და არა სიმართლე“ - ამბობს, ვიქტორიას წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ  2016 წლის შემოდგომაზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჯგუფის ახალი სიმღერა, „Song For Her - სადაც ჯგუფის მხოლოდ სამი წევრი მონაწილეობს:  ჯერი ჰოლიუერი, ემა ბანტონი, და მელანი ბრაუნი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე