ლეონარდო და ვინჩის "სალვატორ მუნდი" (მსოფლიოს მხსნელი) აუქციონზე რეკორდულ ფასად 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინორმაციას ტელეკომპანია CNN -ი ავრცელებს.
"სალვატორ მუნდი" კერძო პირის მფლობელობაში მყოფი და ვინჩის ბოლო ნამუშევარია. კრისტი მის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად ვარაუდობდა. 500 წლის წინ დახატული შედევრი ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა. კრისტი არც გამყიდველის ვინაობას ამხელს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მომავალი მფლობელი ევროპელი კერძო კოლექციონერია. ნიუ-იორკში აუქციონი თითქმის 20 წუთი გრძელდებოდა.
აქამდე რეკორდი პაბლო პიკასოს “ალჟირელ ქალებს“ ეკუთვნოდა, რომელიც 2015 წელს 179.4 მილიონად გაიყიდა. 1955 წელს შექმნილი ფერწერული ტილო კუბიზმის მიმართულების ერთ-ერთ შედევრად ითვლება