The Weeknd-ი ბელა ჰადიდის სიყვარულის დაბრუნებას ცდილობს - ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი

17:22 11-16-2017
415

 საინფორმციო სააგენტოს eonline-ის ინფორმაციით .აბელის (The Weeknd)ახლობლებმა, ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ  მომღერალი ცდილობს, მოდელის, ბელა ჰადიდის სიყვარულის დაბრუნებას,  მომღერლის სასიყვარულო ისტორია, გასულ წელს სელენა გომეეს ეკუთვნოდა. მართალია, ცოტა ხნის წინ, ის, ჯასტინ ბიბერის ყოფილ გერლფრენდთან, იოვანა ვენტურასთან ერთად დააფიქსირეს, მაგრამ, სანდო წყაროს ინფორმაციით, The Weeknd-ი, ბელას სიყვარულის დაბრუნებაზე ოცნებობს.

საინფორმაციო წყაროს ცნობით,  ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. გუშინ, რეპერი ბელა ჰადიდის სახლთან დააფიქსირეს, როცა მომღერალი, მისი საცხოვრებელი ბინიდან გამოდიოდა. ის, ტელეფონზე ნერვიული ტონით საუბრობდა და ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას.  

შეგახსენებთ, რომ The Weeknd-ის და ბელა ჰადიდის ურთიერთობა, 2  წლის წინ დაიწყო, როცა მათი კარიერა, პიკს აღწევდა. ისინი, ჰოლივუდის ყველაზე ახალგაზრდა ლამაზ წყვილად დაასახელეს.

გასულ წელს კი, ცნობილი გახდა, რომ აბელმა, მოდელი ბელა ჰადიდი, ამერიკელი მომღერლის, სელენა გომესის გამო მიატოვა.   

იხ.ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე