თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა მივიდა. 13:00 საათიდან კომისიების ფორმატში შეხვედრებს გამართავენ და საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხებენ. უკვე ცნობილია, რომ ახალი შემადგენლობის წარდგენას კახი კალაძე არ დაესწრება.
დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის 27 წევრი უნდა დაამტკიცოს, მათ შორის 10 რაიონის გამგებელი, კახი კალაძის 4 მოადგილე და მერიის 13 საქალაქო სამსახურის უფროსი. განახლებულ სამთავრობო გუნდს საკრებულოს კახი კალაძის ნაცვლად ვიცემერობის კანდიდატი ირაკლი ხმალაძე წარუდგენს.
თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა 17:00 საათზე იგეგმება.