ვინ არის გოგონა, რომელიც 2017 წლის მსოფლიოს ნომერ პირველ ტოპ-მოდელად დაასახელეს

13:29 11-17-2017
1004

90-იანი წლების ლეგენდარული ტოპ-მოდელის, სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია ჰერბერი, მსოფლიოს ნომერ პირველ მოდელად დაასახელეს. 

კაიას, დედისგან იდეალური გენეტიკა ერგო. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში, სარეკლამო კომპანია Melissa Odabash -ის საცურაო კოსტიუმებისთვის პოზირებდა, 10 წლის ასაკში Versace-ს საბავშვო კოლექციის სახე გახდა, 13 წლისამ, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან, IMG Models-თან გააფორმა ხელშეკრულება.

მოდელი, დედის კვალს თამამად მიჰყვება - მონაწილეობდა Marc Jacobs-ის, Alexander Wang=ის და Miu Miu- ს გადაღებებში.

კაია ჰერბერმა, რამდენიმე ხნის წინ Daisy by Marc Jacobs-ის, ახალი არომატის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, მილანის და პარიზის მოდის კვირეულზე, მისი საუკეთესო გამოსვლები. 

პარიზის 2017 წლის, Chanelის მოდის კვირეულზე, შოუს ჩვენება, სწორედ, კაია ჰერბერმა გახსნა. რომელსაც, დედა, სინდი კლოუფორდიც ესწრებოდა.

16 წლის მოდელი, უკვე პარიზის და მილანის, მოდის კვირეულის ვარსკვლავი გახდა.

 შეგახსენებთ, რომ 1996 წელს, პარიზში, Chanel-ის მოდის კვირეული, სინდი კლოუფორდმა გახსნა. ფაქტია, რომ მოდელს, უკვე ღირსეული, ულამაზესი შემცვლელი ჰყავს. 

რამდენიმე დღის წინ, მოდელმა, კაია ჰერბერმა. საკუთარ Instagram-ზე, ნიუ-იორკის ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კადრში ახალგაზრდა მოდელი მაქმანის ბლუზაში, ტყავის ქვედა ბოლოსა და შუბაში პოზირებს.

წარმოგიდგენთ, სინდი კროუფორდის ქალიშვილის, კაია ჰერბერის საუკეთესო ლუქებს. 

 

იხ. ვიდეორგოლი:

  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე