ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე - კალაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

14:02 11-17-2017
174

თბილისის მერ კახა კალაძესთვის გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს დღეს საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის წევრების წარსადგენად.

მისი თქმით, საკრებულოში მისვლას არჩევის შემდეგ, კანონი არ ავალდებულებს. 

"ცოტა გაუგებარია, საკრებულოში რატომ უნდა მივიდე. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული და უფლებამოსილებას უკვე შევუდექი, რაც შეეხება ქალაქის მთავრობას, კანონის შესაბამისად, ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ, უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცდება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ. 

ოპოზიციამ დღეს თბილისის ახლადარჩეული მერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს მერის პირველი მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარდგენს. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე