"თქვენთვისაც ეთქვათ აბა და გნახავდით თავქუდმოგლეჯილ შევარდნილებს და ჭეჭყვებს რიგში ..." - შეროზია

16:57 11-17-2017
674

ბლოგერი გურამ შეროზია "ფეისბუქის" პირად გვერდზე H&M -ის მაღაზიის პომპეზურ გახსნას ეხმაურება.

"ვპასუხობ ჰ და მ-ს გახსნასთან დაკავშირებით, 7 ყველაზე ხშირად დასმულ, ისტერიკით და პანიკით დაჟღენთილ შეკითხვას. 

1️⃣ რა წესია ეს ორ ნაწილიანი გახსნაააააა⁉️

✅️️️️️️ჩვეულებრივი წესია, კლიპის პრემიერაც ჯერ ვიწრო წრეში ხდება, მერე ყველასთვის, ფილმის ჩვენებაც, ახალი სპეკტაკლიც, რესტორნის გახსნაც. წარმოგიდგენიათ რომელიმე ბრენდი, რომელიც ყველა მსურველისთვის უსასრულო რაოდენობის ადამიანზე გააკეთებს ივენთს? მაგალითებით ვისაუბროთ <3

2️⃣ გზა როგორ გადაკეტეეეეეს⁉️

✅გზა მანამდეც გადაკეტილი იყო ამდენი ხანი, სარემონტო სამუშაოების გამო, პლუს საკმარისი ნაწილი დატოვეს გასავლელად, პირადად გავიარე და ასევე, ჰუგო ბოსის გახსნაზეც გადაიკეტა რუსთაველი, ქართული მარშიც კეტავს, რაღაც მსვლელობებიც და რავიცი კიდევ.

3️⃣ დაბალი კლასის ბრენდიიი რა ვიაიპობა აუტყდაააათ⁉️

✅მსოფლიოში არც მაკდონალდსია მაღალი კლასის ბრენდი, არც ზარა, მაგრამ ქვეყანაში არსებული საშუალო შემოსავლიდან გამომდინარე - იაფი აღარ გამოდის. თან მსოფლიო ბრენდი შემოდის, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ლარი ღირს მაისურები?

4️⃣ როგორ შეიძლება ადამიანების კლასებად/ფენებად დაყოფააააა⁉️

✅სეგმენტაციის და თარგეთინგის მნიშვნელობები დაგუგლეთ გთხოვთ, მაშინ საქართველოს ბანკიც ჩაქოლეთ - სოლო მომხმარებლებს ცალკე ლაუნჯში რომ იღებს და მოკვდავებს ფილიალებში, თეგეტაც - გოლდ ქარდს ყველას რომ არ აძლევს, ყველა საერთოდ, ვისაც ვიაიპი მომხმარებელი ჰყავს.

5️⃣ ეს მხოლოდ საქართველოშიიიი ხდებააააა⁉️

✅დამშვიდდით. ჯერ ის მითხარით, რამდენ საზღვარგარეთულ გახსნაზე ხართ ნამყოფი, ექსპერტულ დასკვნებს რომ დებთ :))) დამიჯერეთ, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურად ხდება, მათ საიტზე მაინც გენახათ, სანამ ვენებს გადაიხსნიდით

6️⃣️ ვინც მანდ წავიდა ძაააან გვეგოიმებააააა⁉️

✅თქვენთვისაც ეთქვათ აბა და გნახავდით თავქუდმოგლეჯილ შევარდნილებს და ჭეჭყვებს რიგში :დ

7️⃣. "დახურული გახსნაა" ჰაჰაჰუჰუუ⁉️ 

✅იიიი. ჩემს ყოველ მეორე, არაკრეატიულ "ფრენდს" ეს ფრაზა აქვს გადაკოპირებული, წაშალეთ, კრეატივში და ორიგინალურობაშია ჭეშმარიტება, ტეხავს ქოფი-ფეისთი. :დ

ავტორი: ლილუ მიროტაძე