საკრებულოს სხდომა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა

17:42 11-17-2017
101
თეგები: საკრებულო

საკრებულოს სხდომა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ დააყენეს დღის წესრიგიდან 16 საკითხის ამოღება, რომელიც ეხებოდა ნიკოლოზ ჭონქაძის დამტკიცებას, ამაზე უარი განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ და მათ უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა 13:00 საათისთვის მივიდა, რომლებმაც კომისიების ფორმატში შეხვედრები გამართეს და საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხეს.