თბილისის საკრებულოში ახალი მთავრობის წევრთა დასამტკიცებლად კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგად საკრებულომ დედაქალაქის ახალი მთავრობა დაამტკიცა.
საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის 27 წევრი დაამტკიცა, მათ შორის 10 რაიონის გამგებელი, კახი კალაძის 4 მოადგილე და მერიის 13 საქალაქო სამსახურის უფროსი. განახლებული სამთავრობო გუნდი საკრებულოს ვიცე-მერობის კანდიდატმა ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა.
კალაძის გუნდში დავით ნარმანიას მთავრობიდან პოსტები შეინარჩუნეს: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა.
რაც შეეხება სხვა სამსახურებს, მათ ხელმძღვანელებად კალაძემ წარადგინა: მერიის ადმინისტრაციის უფროსი — ვლადიმერ ჭიღლაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური — მამუკა მუმლაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური — ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ანდრია ბასილაია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე, კულტურის საქალაქო სამსახური — სოფიო ხუნწარია, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი, იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე, შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა 13:00 საათისთვის მივიდა, რომლებმაც კომისიების ფორმატში შეხვედრები გამართეს და საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხეს.