ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი, სავაჭრო ცენტრში 8 თვის ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს

17:02 11-20-2017
519

 მოდელი, ირინა შეიკი და მსახიობი, ბრედლი კუპერი, ბოლო ხანებია კამერების წინ, პატარა ლეია დე სენას გამოჩენას, აღარ ერიდებიან. გუშინ წყვილი, ლოს-ანჟელესის ქუჩებში, ბავშვთან ერთად სეირნობის დროს შენიშნეს

ოჯახი, ჯერ სუპერმაკეტში, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში დააფიქსირეს.სოციალურ ქსელში, განიხილავენ ოჯახის ფოტოებს და პატარა ლეიას გარეგნობასთან დაკავშირებით, კამათობენ, ვის უფრო მეტად გავს გოგონა.

საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ ლეია, მამის ორეულია. ნაწილი  კი, 8 თვის გოგონას, დედას ამსგავსებს.

თუკი რამდენიმე ხნის წინ, წყვილის ახლობები, ადასტურებდნენ რომ, ირინა და ბრედლი დაშორდნენ, ამ ეტაპზე, მდგომარეობა შეიცვალა - შეყვარებულები, ახლო მომავალში, კიდევ ერთი შვილის გაჩენას გეგმავენ

 

 

იხ.ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე