"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ პარლამენტს დიდი დრო უნდა ჰქონდეს ხელისუფლების მიერ გადაგზავნილი სამთავრობო ცვლილებების პროექტის განხილვისათვის, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ იყოს მიღებული.
ამიტომ, წერეთლის განცხადებით, დეპუტატების უმრავლესობა, ამ კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე გატანას, დღეისთვის ელოდა.
"დღეს იყო მოლოდინი, რომ შემოვიდოდა და რაც შეიძლება დროულად დაიწყებოდა განხილვები პარლამენტში. ეს არის მნიშვნელლოვანი, რომ პარლამენტს ჰქონდეს დრო ა არ იყოს ნაჩარევად გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რატომ არ მოხდა, ამაზე ალბათ მთავრობა იტყვის, ეს იყო ბევრი სამუშაო, ვიღაცამ არ გააკეთა ის საქმე, რაც დაავალეს, თუ მეტი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ რღაც ახალი კორექტივები შეიტანონ, ეს იქნება ცნობილი. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ დროულად მოხდება ეს პროცესი", - განაცხადა წერეთელმა.