სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა

19:18 11-20-2017
143

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში სხვადასხვა სპორტის სახებაში საქართველოს პარალიმპიური სპორტის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა. სამინისტროს მხარდაჭერით, პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზარდა, რაც მიღწეულ შედეგებზეც აისახა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სათამაშო სახეობებში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 2017 წელს კი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ყველაზე დიდი მიღწევებია საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში.

შეხვედრას პირველი ქართველი პარალიმპიელი, პეკინის 2008 წლის პარალიმპიური თამაშების მონაწილე იაგო გორგოძე, მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი, ასევე სპორტის 10-მდე სახეობის პარასპორტსმენები - მოფარიკავეები, ძიუდოისტები, მშვილდოსნები, ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, მოცურავეები, ფრენბურთელები, კალათბურთელები და ძალოსნები ესწრებოდნენ მწვრთნელებთან და ფედერაციების წარმომადგნლებთან ერთად..

2017 წელს ქართველმა პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ფრენბურთისა და უსინათლოთა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატებზე. პარაფრენბურთელთა ნაკრებმა, რომელიც
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული, 2017 წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს. როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულიძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებულებ გახდნენ.

2017 წელს პარასპორტსმენები რამდენიმე სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, 2018 წლის დასაწყისში კი ქართველი პარალიმპიელების დებიუტი შედგება კორეაში გასამართ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება 2 პარალიმპიელით.