1983 წლის 18 ნოემბერი, შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარის თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვავაში იქნებოდა, რომ ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა - ამის შესახებ კინორეჟისორმა ბუბა ხოტივარმა გადაცემაში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.
"საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ტკივილს მაყენებს, ცრემლები მომდის და საერთოდ არ მესმის რა მოხდა და რატომ მოხდა. სიუჟეტი მესმის, მაგრამ შიგნიდან ეს ბიჭები არ იყვნენ ტერორისტები. ისინი იყვნენ არაჩვეულებრივი ბიჭები. წერეთელზე ნიჭიერი მხატვარი საქართველოში ცოტა ვიცი. გეგა კობახიძე როგორი მსახიობი იყო და როგორი როლები შექმნა, თუნდაც ბავშვობაში, ძალიან დიდი მომავლის მქონე ბიჭები იყვნენ. შეიძლებოდა თუ არა აცილება? ეს არის კითხვა, რომელიც საერთოდ არ უნდა დაისვას" - განაცხადა ხოტივარმა და აღნიშნა, რომ "თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, რომ ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა".