მიმაჩნია, რომ სისტემამ მიიყვანა ეს ბიჭები იქამდე, რომ ეს გაეკეთებინათ - ამის შესახებ გელა ჩარკვიანმა გადაცემაში ცენზურის გარეშე თვითმფრინავის ბიჭებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისასალმებელი არ არის თუ ამ შემთხვევას ვიწყო კონტექსტში განვიხილავთ.
შიგნით ამას ჰქონდა რეზონანსი და ბუნებრივია, რომ ალბათ, გააძლიერა ის მუხტი, რომელიც საერთოდ არსებობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რაც სრულიად გასაგები იყო. თუ ჩვენ ამ აქციას ფართო კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ სრულიად გასაგებია ამ ბიჭების მოქმედება. მათი მოქმედება არის საპროტესტო მოქმედება საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო საზარელი კომედია მთლიანობაში - განაცხადა გელა ჩარკვიანმა.
გელა ჩარკვიანის განცხადებით, თუ ვიწრო კონტექსტი განვიხილავთ, ფაქტობრივად ამ სისტემამ მიიყვანა ეს ადამიანები იქამდე, რომ ჩაადენინა აქტი, რომელსაც შეიძლება ტერორისტული უწოდო.
კითხვაზე შეეძლო თუ არა ედუარდ შევარდნაძეს სისტემისთვის ამ ადამიანების სიცოცხლე გამოეგლიჯა, გელა ჩარკვიანი თქმით, არ შეეძლო, რადგან მოსკოვი ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებდა.
მე მაინც მგონია რომ არ შეეძლო...ალაბთ ეს ედუარდ შევარდნაძეს არ შეეძლო, რადგან კრემლი არასდროს არ დაუშვებდა ასეთ პრეცედენტს. მიმაჩნია, რომ ალაბტ შეუძლებელი იყო მათი გადარჩენა, იმიტომ რომ, ეს იყო პირდაპირ მითითება მოსკოვიდან - განაცხადა ჩარკვიანმა.