ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო "Victoria’s Secret"-ს ტოვებს - (ვიდეო)

11:58 11-21-2017
526

მსოფლიო მოდის ერთ-ერთმა ვეტერანმა ანგელოზმა, შოუდან წასვლის შესახებ  ოფიციალური განცხადება გააკეთა. შანხაიში გამართული, გუშინდელი Victoria’s Secret-ის შოუ, ალესანდრა ამბროსიოსათვის, ბოლო ჩვენება იყო. ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, სააგენტოში 17 წელი იმუშავა.  

შოუდან წასვლის შესახებ, მოდელმა, ET-სთან ინტერვიუში განაცხადა. ალესანდრას ცხოვრება, მის კარიერას და ოჯახს ეთმობა. მოდელი აცხადებს რომ მისი სამომავლო გეგმები,  Ale by Alessandra-ს საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბიზნესის, სამსახიობო კარიერის და მისი შვილების, 9 წლის ანას და 5 წლის, ნოას აღზრდას უკავშირდება. 

ცნობილია, რომ ბოლო დროს, ალესანდრა ამბროსიო, აქტიურად ჩაერთო კინო გადაღებებში. ამ ეტაპზე, მოდელი, მონაწილეობას იღებს, კომედიური ჟანრის ფილმში, გამარჯობა მამა, ახალი წელი! 2, რომლის პრემიერაც, ახლო მომავალში გაიმართება.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე