სკანდალი ვიქტორია სეკრეტის შოუს გარშემო - რატომ დაბლოკა ჩინეთმა კეტი პერი და ცნობილი მოდელები

12:29 11-21-2017
431

20 ნოემბერს შანხაიში "ვიქტორია სეკრეტის" შოუ გაიმართა. შოუმ ახალგაზრდა მოდელის ჯიჯი ჰადიდის გარეშე ჩაიარა. მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ჩინეთის ვიზა გახდა. ერთ-ერთი ვერსიით ვიზაზე უარყოფითი პასუხის მიზეზი, ბუდაზე ჯიჯის ხუმრობა გახდა, რომელსაც სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა. მანამდე, მოდელმა რამდენჯერმე თვის წინ 10 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოდელი, სახის მიმიკური მოძრაობით დასცინის ნამცხვარს, რომელზეც აზიური წარმოშობის მამაკაცის სახეა გამოსახული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კეტი პერიმ ვიქტორია სეკრეტის შოუში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ჩინეთმა მომღერალს ვიზაზე უარი უთხრა. მიზეზი 2015 წლის ინციდენტია. მომღერალს ტაივანში ჰქონდა კონცერტი, სადაც მომღერალი სცენაზე მზესუმზირის ყვავილით გამოჩნდა. პრობლემა ის არის, რომ მზესუმზირა ანტი-ჩენელი ოპზიციონერების ემბლემაა. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც პერიმ ტაილანდის დროშა აფრიალა. 

როგორც რუსული მედია წერს, საინტერესო ის არის რომ ჩინეთმა ვიზა გასცა, თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა და მომღერალს ვიზა გაუუქმდა. შოუზე კეტი პერის ნაცვლად ჰარის სტაილი გამოვიდა.

​აგრეთვე, ჩინეთმა ვიზაზე უარი უთხრა რუს მოდელებს კატია გრიგორიევას, იულია ბელიაკოვას, ირინა შაპიროვას და უკრაინელი დაშა ხლისტუნს. როგორც ჩანს ამ მოდელებისთვის ვიზის არ მიცემა დაკავშირებულია ჩინეთში 14 წლის მოდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.