კადიროვი საქართველოსთვის სტალინის ნეშტის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა

13:10 11-21-2017
380

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი განცხადებით,  სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადაეცეს, რათა რუსეთის მილიონობით მოქალაქემ თავისუფლად ამოისუნთქოს- ამის შესახებ კადიროვმა ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 


რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ. საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიტომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველოს მისი დაკრძალვის შესაძლებლობა მიეცემა. რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა - განაცხადა კადიროვმა.