სალომე სამადაშვილი: ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია

13:51 11-21-2017
129

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტნიორის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. სამადაშვილით თქმით, მხოლოდ ჩვენი პარტნიორების დახმარება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს სტრატეგია, რომელიც არ აქვს. 

“სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ კი, თავდაცვის უწყების მხრიდან დღემდე ვერ მოვისმინეთ, თუ რას აკეთებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ეს არის გრძელი პროცედურა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების დახმარება საკმარისი არ არის. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგია და სამწუხაროდ, ეს სტრატეგია სახელმწიფოს არა აქვს. ჩვენ ამაზე კითხვა არაერთხელ დავსვით და პასუხი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.