ლეონარდო დი კაპრიო ჯეიდენ სმიტის ყოფილ გერლფრენდს ხვდება - მოდელი, რომელიც ქურდობის ბრალდებით იყო დააკავებული

13:58 11-21-2017
505

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ლეონარდო დი კაპრიო, თაყვანისმცემლების ინტრიგას აგრძელებს. მსახიობი, ხან ერთ გოგოს ხვდება, ხან მეორეს. მარტის თვეში, დი კაპრიო, ნინა აგნალს დაშორდა და ზაფხულში, მოდელ ლორენ რეისთან ერთად შენიშნეს, შემოდგომაზე კი, ყოფილ მეგობართან, ტონი გარისთან ერთად დააფიქსირეს.

რამდენიმე დღის წინ, ლეონარდომ, ეჭვის, კიდევ ერთი საბაბი მისცა პუბლიკას, როცა მსახიობი, 22 წლის მოდელთან, სარა სნაიდერთან ერთად ერთობოდა.  

წყვილი, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში, Estiatorio Milos-ში, მეგობრების კომპანიაში, დააფიქსირეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, ლეო და სარას შორის, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობებია. სინამდვილეში რა კავშირია, მსახიობს და მოდელს შორის, ჯერჯერობით უცნობია. 

მედიისთვის ცნობილი სახე, მოდელი სარა სნაიდერი, ჯერ კიდევ 2 წლის წინ,  ამერიკელი რეპერის, ჯეიდენ სმიტის გერლფრენდი იყო.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი და რეპერი, ჯეიდენ სმიტი, ჰოლივუდის ვარსკვლავის, უილ სმიტის ვაჟიშვილია, რომელმაც უკვე ტანსაცმლის დიზაინის შექმნასაც მოჰკიდა ხელი, 

2015 წელს, სმიტთან სასიყვარულო რომანის დაწყებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, მოდელი პოლიციამ, Hermès-ის დიზაინის, 16 000 $- დ ღირებული საფულეს ქურდობის ბრალდებით დააპატიმრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარა, 7500 დოლარის გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლდა. ერთი წლის შემდეგ კი ბრალდება მოუხსნეს. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე