არ არის საჭირო სტალინის აქეთ გადმოსვენება - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

21:13 11-21-2017
152

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ფიქრობს, რომ სტალინის ნეშტს განსვენების საშუალება იქ უნდა მიეცეს, სადაც არის.

ამის შესახებ რაზმაზემ "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე" განაცხადა.

"არ არის საჭირო ისი აქეთ გადმოსვენება. კადიროვი არ არის იმ კომპეტენციისა და თანამდებობის პირი, რომ ამ საკიტხებზე საერთდო ისაუბროს და გადაწყვიტოს. სადაც არის, იქ უნდა იყოს. სტალინი ქართველი იყო, მაგრამ უფრო მეტად რუსეთისკენ იყო, ვიდრე ჩვენსკენ", - განაცხადა რაზმაძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე