"ეს იყო პუტინის დავალება...." - ჟურნალისტი ფიქრობს, რომ სტალინის ნეშტის გადმოსვენების ინიციატივაში პუტინის ხელი ურევია

21:17 11-21-2017
216

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ფიქრობს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა იყოს გადმოსვენებული, რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო ნაკარნახევი.

ეს იყო პუტინის დავალება, კრემილიდან წამოსული, რადგან არ ვიცი ქართველებს ტესტავენ, თუ თემის გადაფარვა უნდათ...მარტო კადიროვი ამას ვერ გადაწყვეტდა, - განაცხადა სვანაძემ იბერიას თოქშოუში ცენზურის გარეშე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე