რატომღაც საკრებულოს არ უმსჯელია გორში, მთავარი ქუჩის სახელის გადარქმევაზე, რომელიც სტალინის სახელს ატარებს - ჟურნალისტი

21:29 11-21-2017
63

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი ფიქრობს, რომ სტალინთან საქართველოს მიბმა რუსული ნარატივის ნაწილია.

როგორც ჟურნალისტმა "იბერიას" თოქშოუში 'ცენზურის გარეშე" განაცხადა, იქნებგა ეს რელიგია, თუ სხვა რამ, მთავარი იდეა ისაა, რომ საქართველო რუსეთთან ერთ სიბრტყეში მოიაზრებოდეს.

"სტალინიც არის ერთ-ერთი მსგავსი ინსტრუმენტი. რაც შეეხება გორში სტალინის ძეგლის დადგმას, გვაქვს კანონი, სადაც წერია, რომ აკრძალულია ქვეყანაში მსგავსი ტიპის ძეგლების და ქუჩების არსებობა. გორში დღეს მთავარ ქუჩას ჰქვია სტალინის სახელი და რატომღაც გორის საკრებულოს არ უმსჯელია მისი სახელის გადარქმევაზე", - განაცხადა დალაქიშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე