პრაიმტაიმის დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე ფიქრობს, რომ მაღაზია H&M-ის გახსნაზე მოწვეული სტუმრების გავლენიან და არაგავლენიანებად დაყოფამ საზოგადოება გაანაწყენა.
როგორც ფხაკაძემ ტვპირველის თოქშოუში რეაქცია განაცხადა, ასეთი ფორმულირება მაღაზიის პიარმარკეტინგის მხრიდან უხეში იყო.
როდესაც ხალხს ეუბნები, რომ შენ დაგპატიჟე იმიტომ, რომ გავლენიანი ხარ და შენ არ დაგპატიჟე იმიტომ, რომ არ ხარ, ამის ფორმულირება იყო უხეში. მაღაზია ისეთ ადგილზეა, მეტრო ამოდის და ძალიან სახალხოდ შეიძლებოდა ამის გაკეთება სელებრითებთან ერთად. რატომ არის ნიჭიერი ასეთი პოპულარული, იმიტომ, რომ ადამიანებს აძლევ იმის იმედს, რომ დღეს შენ რომ ხარ ჩვეულებრივი, რიგითი, ჩემი მეშვეობით, გახდები ვარსკვლავი. ის, რომ ადამიანს ეუბნები, რომ იმიტომ დაგპატიჟე, რომ გავლენიანი ხარ და ამას უთითებ განცხადებაში ოფიციალურ გვერდზე, აუცილებლად გამოიწვევდა საზოგადოებაში დიდ წყენას, - განაცხადა ფხაკაძემ.
თავისუფლების მოედანზე მდებარე გალერია თბილისში H&M-ის მაღაზია მხოლოდ მიწვეული სტუმრებისთვის ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე გაიხსნა.