დღევანდელი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა - უშიშროების საბჭოს მდივანი

21:30 11-22-2017
110

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებს.

დავით რაქვიაშვილის თქმით, დღევანდელი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა.

"მოკლულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები და დაშავებულები;

ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის  კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე