პოპულისტურ განცხადებებს ალბათ თავი უნდა დავანებოთ - ვოლსკი სპეცოპერაციაზე

21:36 11-22-2017
148

პარლამენტის თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, პოპულისტურ განცხადებებს ყველამ თავი უნდა დაანებოს და დაელოდოს გამოძიების შედეგებს გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

"ვნახოთ ვინ აიღებს თავის თავზე ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებს. ამაზე იქნება განცხადებები. პოპულისტურ განცხადებებს ალბათ თავი უნდა დავანებოთ. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და კატეგორიუალდ დაუშვებელია რაიმეს გამორიცხვა" - განაცხადა ვოლსკიმ "იბერიას" თოქშოუში "ცენზურის გარეშე". 

ავტორი: ლილუ მიროტაძე