უდიდეს პატივს ვცემთ პატრიარქის გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე

15:59 11-23-2017
263

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. 

„ეს არის ეკლესიის და პატრიარქის საქმე. ეს არის უწმინდესის და უნეტარესის გადაწყვეტილება და ჩვენ ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე