25 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდს კვლავ ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასები განაპირობებს, ამიტომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთში - ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
როგორც გვაზავამ პრაიმტაიმს განუცხადა, ტემპერატურის მატება 26 ნოემბერიდანაა ნავარაუდევი.
რაც შეეხება თბილისს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში თოვლს უმეტესად დღეს და ხვალ ელოდებიან, თუმცა როგორც გვაზავა აცხადებს, ცენტრალურ უბნებში მოსული ნალექი ისეთი ინტენსიური არ იქნება, როგორც შემოგარენში.