შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 4 მილიონით იზრდება

12:30 11-24-2017
207

2017 წელს შსს-ს შრომის ანაზღაურების ფონდი 4 მილიონი ლარით იზრდება, რითაც ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების წახალისება მოხდება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.

"ეს არის რეალურად ხელფასებში არსებული დანაკლისი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბორჯომში ხანძრების პერიოდში მოხდა მატერიალური წახალისება იმ პირებისა, რომლებიც ჩათულები იყვნენ ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში და 4 მილიონი ლარი გასცეს არსებული რესურსიდან. თუმცა, დანაკლისი არის დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღურების ფონდში და სწორედ ამ მიმართულებით ხდება თანხის დამატება“, - განაცხადა კაკაურიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე