დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა არის შესაძლებელი 76 დეპუტატის მხარდაჭერით, რაც ნონსენსია - ირაკლი კობახიძე

13:29 11-24-2017
1100

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში, ქვეყნის ძირითადი სიმბოლოების შეცვლა გართულებული პროცედურებით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა, რომელსაც თავად უძღვება.

"იზრდება ძირითადი სიმბოლოების, როგორიცაა დროშა, გერბი, და ფიმნი, დაცულობის გარანტია. კერძოდ, წარმოიდგინეთ, რომ დრევანდელი რედაქციის თანახმად, დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა არის შესაძლებელი 76 დეპუტატის მხარდაჭერით, რაც არის სრული ნონსენსი. ასეთი სიმბოლოები ასეთი მცირე ომრავლესობით არ უნდა იცვლებოდეს. ახალი რედაქციით, ამ სომბოლოების გადასჯინვას ესაჭიროება კონსტიტუციით დადგენილი პროცდურის გავლა. ანუ უმრავლესობის 3/4  და და გართულებული პროცდურები", - განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე