პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ კონსტიტუციაში დემოკრატიის მომწესრიგებელ მუხლში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.
ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა, რომელსაც თავად უძღვება.
"მესამე მუხლში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიის პრინციპთან დაკავშირებული რეგულაციები. ხაზი უნდა გაესვას რამდნეიმე მნიშვნელოვან დამატებას, რომელიც ეხება პირველ რიგში, მანდატის ხელშეუვალობის პრინციპს. მესამე პუნქტის ახალ რედაქციაში აღნიშნულია, რომ საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით, ან კანონით შემცირება, ან გაზრდა არის დაუშვებელი. გახსოვთ, რომ ორჯერ მოხდა ასეთი რამ საქართველოში. პარლამენტს გაუხანგრძლივეს უფლებამოსილება ერთი წლით, შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე დაახლოებით, ერთი წლით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმისათვის, რომ სამომავლოდ, ასეთი თვითნებობა იყოს თავიდან აცილებული, შედის ძალიან აუცილებელი დამატება დემოკრატიის მომწესრიგებელ მუხლში", - განაცხადა კობახიძემ.