არც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დავასახელოთ მისი ვინაობა ამ ეტაპზე - პროკურორი სპეცოპერაციისას დაკავებულზე

13:48 11-24-2017
171

პროკურორი ნანა ხუნჭუა აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას აყვანილი პირის სასამართლო პროცესის დასრულების ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნოდა. 

საქმის მასალებისა და მტკიცებულებების მიხედვით, მტკიცებულებები გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის წარგვედგინა ბრალდება იმ მუხლებით, რომლებიც მას აქვს წარდგენილი და შესაბამისად ვიხილავთ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. სხდომის დახურვის შუამდგომლობა ჩვენ შემოვიტანეთ სასამართლოში, რომელსაც ახლა განვიხილავთ და ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. 

ჩვენ ვერ დავასახელებთ დაკავებული პირის ვინაობას რადგან ვიცით მისი, ადვოკატის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, გარდა ამისა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დავასახელოთ მისი, ვინაობა ამ ეტაპზე. რაც შეეხება ბრალდებულს მის პოზიციას სასამართლოში დახურვასთან დაკავშირებით, - აცხადებს პროკურორი. 

მისი თქმით, რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტების არ შეშვებას, ეს საქმე არის სპეციფიკური საქმე, რომელიც ტერორიზმს ეხება.

რადგან ბრალდებულს ამ მუხლებით აქვს წარდგენილი ბრალდება ასეთი კატეგორიის საქმეები არის სპეციფიკური და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გავრცელებ, - აცხადებს პროკურორი.