აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მადლიერების დღეს" ტრადიცია დაარღვია

14:02 11-24-2017
428

გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მადლიერების დღე აღნიშნეს, რომელიც წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს იმართება.  ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ, ღვთისადმი მადლიერების ნიშნად.  ამ დღეს, ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს, ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს, გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.

ყოველი დღესასწაულის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი, ერთ, ან ორ ინდაურს იწყალებს.

ჟურნალ elle-ს ინფორმაციით, თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა, ტრადიცია, უმნიშვნელოდ დაარღვია - მან ორი ინდაური ერთად შეიწყალა. ერთ ინდაურს დრამსტიკი დაარქვეს, მეორეს -  უიშბოუნი.

ღონისძიების ცერემონიას, აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპიც ესწრებოდა. მელანია,  Victoria Beckham-ის დიზაინის მოსახამით, Herve Pierre-ს ტყავის ქვედაბოლოთი, Stella McCartney -ის პალტოთი და  Manolo Blahnik-ის დიზაინის, პითონის ტყავის ფეხსაცმლით პოზირებდა.   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე