პროკურორი არ უარყოფს, რომ სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავე, შესაძლოა, ახმედ ჩატაევი იყოს

14:25 11-24-2017
1325

კითხვაზე, არის თუ არა გარდაცვლილთა შორის ახმედ ჩატაევი, პროკურორი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებება, ტარდება ექსპერტიზები.

"ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არაა შესაბამისად პასუხს ვერ გაგცემთ", - განაცხადა პროკურორმა. 

თურქული გამოცემა გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წერს. სტატიის ავტორის თქმით, სპეცოპერაციისას, ათათურქის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლეს.

 

ლიზი არსოშვილი