ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უფრო განგვევრცო რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებებში ჩარევის საფუძვლები -კობახიძე

14:30 11-24-2017
94

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცვლილება რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებებსაც შეხება.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა, რომელსაც თავად უძღვება.

"რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებებს, აქ არის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი, დღევანდელ რედაქციაში აღნიშნულია, რომ რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება სხვათა უფლებების დაცვას. აქ იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ უფრო განგვევრცო ჩარევის საფუძვლები, და შესაბამისი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ნორმა. აღინიშნა, რომ შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება სხვათა უფლებების დაცვას, დანაშაულის თავიდნა აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ჩვენი ტექსტი შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროპულ კონვენციასთან, და გვირჩევენ ისეთი სიტყვების ამოღებას, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდნა აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება", - განაცხადა კობახიძემ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე