ადვოკატი ირმა ჭკადუა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. როგოროც "პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, მან ასოციაციაში შესაბამისი განაცხადი დღეს შეიტანა და კანდიდატად დარეგისტრირდა.
ადოკატთა ასოციაციის თავმჯდოამრეობაზე ასევე განაცხადი აქვთ შეტანილი კიდევ რამდენიმე ადვოკატს, მათ შორის, დავით ასათიანს, დავით ლანჩავას, ლევან ჯანაშიას და დავით ებრალიძეს.
არჩევნებში, რომელიც 9 დეკემებრს გაიმართება, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ასოციაციის წევრი ყველა ადვოკატი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ამ დროისთვის სულ 4500-მდე ადვოკატია გაერთიანებული. კანდიდატთა მიერ განაცხადების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს 4 წლის ვადით ირჩევენ.