სოციალურ ქსელში იმ ადამიანის ფოტო ვრცელდება, ვინც სასტუმრო "ლეოგრანდის" სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს რამდენიმე ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.
"იცნობდეთ რუსლან შავაძეს, ეს არის ადამიანი, რომელმაც ლეოგრანდში ხანძრისას მოქალაქეები გადაარჩინა...
მან პანიკაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანა, რომ არა ის, მსხვერპლის რაოდენობა უფრო დიდი იქნებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ფოტოს თან ახლავს.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.