აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე ადასტურებს, რომ ყველა გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა და მიმდინარეობს მოქალაქეების დაკითხვა და გამოკითხვა. ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებს დაიკითხა თუ არა მენეჯმენტი.
მაისურაძე განმარტავს გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლებსაც და აცხადებს, რომ ამის მიზეზი გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა.
საპატრულო პოლიციის უფროსი ადასტურებს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ორჯერ იყო დაჯარიმებული.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.